გატაცება საოკუპაციო ხაზიდან

საოკუპაციო ძალების მორიგი უკანონო მოქმედება.

რუსმა სამხედროებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოს მცხოვრები დააკავეს. ინფორმაციას ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი. დაკავებულს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.

მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ მოქალაქე ვასილ სალამაშვილი უკვე რამდენიმე დღეა არ უნახავთ. ადგილობრივები გატაცების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. მამაკაცი მარტო ცხოვრობს.

დატოვე კომენტარი