გატაცება მეჯვრისხევიდან

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაკავების შესახებ გახდა ცნობილი. რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრები პირი 3 ივლისს დააკავეს. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

დაკავებულის გათავისუფლებას ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დადგენილი თანხის გადახდის შემდეგ, უახლოეს მომავალში ელოდებიან. სუს-ში განმარტავენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.