გატაცება განმუხურიდან

საოკუპაციო ძალების მორიგი უკანონო მოქმედება.

რუსმა სამხედროებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურიდან საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინფორმაციით, მომხდარზე ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და გატაცებულების გასათავისუფლებლად მიმდინარეობს მუშაობა.

ალექსანდრე მოწერელია გატაცებულების ოჯახის წევრებს შეხვდა. არსებული ინფრომაციით, გიგლა მიქავა და ემირ გოგოხია იმ დროს გაიტაცეს, როდესაც მათ, საძოვარზე საკუთარ ცხენებს მიაკითხეს. გატაცებულების ახლობლები ამბობენ, რომ შეიარაღებულმა პირებმა გადმოკვეთეს საოკუპაციო ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს თავს დაესხნენ.