გასვლითი შეხვედრების სერია

„მოგზაურობა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამყაროში“ – ამ სახელწოდების გასვლითი შეხვედრების სერია დაიწყო. პროექტის მიზანია, ადგილობრივ მოსახლეობაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ ცნობადობის ამაღლება და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. დისკუსია გაიმართა რუსთავში. დაინტერესებული პირები გაეცნენ სააგენტოს 2026 წლის ღონისძიებების კალენდარს და ყველა პროგრამის შესახებ ინფორმაციას, შეხვედრის დასასრულს კი გაიმართა 3D მოდელირებისა და 3D ბეჭდვის პრაქტიკული სემინარი.