გასტროტური კახეთში
საქართველომ საერთაშორისო გასტრო-ინფლუენსერებს უმასპინძლა. ისინი ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს გაეცნენ, მოინახულეს კვების ობიექტები როგორც თბილისში, ასევე კახეთში. ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიზანია საქართველოს პოზიციონირება მსოფლიო გასტრონომიულ რუკაზე, როგორც მაღალი ხარისხის, ავთენტურ და განსხვავებულ გასტრო-ტურისტულ მიმართულებად.