გასტრონომიული ტურიზმის პოპულარიზაცია

ქართული სამზარეულოს შესახებ 13 უცხოელი ჟურნალისტი სტატიებს მოამზადებს.

გასტრონომიული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ღვინის ტურიზმისა და კულინარიის თემატიკაზე მომუშავე ჟურნალისტებს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პრესტურში უმასპინძლა. სხვადასხვა მედია და ონლაინ პლატფორმის წარმოადგენლები რომელთა შორისაც არიან ჟურნალისტები ესპანეთიდან, იტალიიდან, რუმინეთიდან, თურქეთიდან და ტაილანდიდან – თბილისს, მცხეთას და  კახეთის რეგიონს ეწვივნენ. ტურის მონაწილეებს შეხვდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი.

საქართველოს შესახებ სტატიებს უცხოელი ჟურნალისტები და ბლოგერები საერთაშორისო  მაღალრეიტინგული კულინარიული ჟურნალებისთვის  მოამზადებენ.