გასტრონომიული ტურიზმის მხარდამჭერი პროგრამა გრძელდება 

გრძელდება ორი წლის წინ დაწყებული პროექტი, რომელიც გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

პროგრამა „მზისკარი“ სხვადასხვა კუთხის მცხოვრებლებს აგრო-ტურიზმის განვითარებაში ეხმარება. პროექტის მონაწილეები ტურისტებს რეგიონისთვის დამახასიათებელი ავთენტური კერძებით უმასპინძლდებიან და ადგილობრივ ტრადიციებსა და კულტურას აცნობენ. საოჯახო სამასპინძლო ობიექტებისთვის განკუთვნილი პროექტი სხვა აქტივობებს და ტურისტულ შეთავაზებებსაც მოიცავს, რაც რეგიონების პოპულარიზაციას და ცნობადობის გაზრდასაც უწყობს ხელს.