გასტრონომიული ფესტივალი – „გაუსინჯე თბილისს გემო“
გასტრონომიული ფესტივალი „გაუსინჯე თბილისს გემო“ დაიწყო. ფესტივალის მასპინძელი დედაენის ბაღია. სამი დღის განმავლობაში სტუმრებს ფესტივალი ქართული გასტრონომიის მრავალფეროვან სამყაროში ამოგზაურებს და საინტერესო კულინარიული შეთავაზებებითა და ქართული მეწარმეობის გამორჩეული პროდუქტებით უმასპინძლებს. ფესტივალი 19 ოქტომბერს დასრულდება.