გასაუბრება უვადო მოსამართლეობის კანდიდატებთან

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის ხმაურიანი პროცესი იუსტიციის საბჭოდან პარლამენტში ინაცვლებს. საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების 20-კაციანი სადავო სიიდან დეპუტატები დღეს თამარ ალანიას  უსმენდნენ – სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, რომლის სახელს წინა ხელისუფლების დროს არაერთი გახმაურებული საქმე უკავშირდება. სწორედ ალანიამ დატოვა ძალაში 2006 წელს 14 წლის გვანცა ყუფარაძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი.

თამარ ალანია იხილავდა მუხროვანის ამბოხის საქმესაც, რომლის ფუგურანტებმა 2012 წელს ციხე პოლიტიკური პატიმრების სტატუსით დატოვეს. კითხვების დასმის დროს სიმწვავით გამოირჩეოდნენ დღეს მმართველი გუნდის დეპუტატებიც, რომლებმაც მოსამართლეს წარსული ბიოგრაფიიდან რამდენიმე სადავო გადაწყვეტილება შეახსენეს. მათ შორის იყო კობა კობალაძე, რომელიც თავადაც მუხროვანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია.

აღმოჩნდა, რომ თამარ ალანია არცერთ გადაწყვეტილებას არ ნანობს. კანდიდატის მოსმენა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.