გასაუბრება მოსამართლეებთან

ურთიერთბრალდებების გამო იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღესაც ყურადღების ცენტრში მოექცა. ხმაური და დაპირისპირება ამჯერად უვადო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრებას მოჰყვა. მწვავე განცხადებების ავტორი პრეზიდენტის მიერ ცოტა ხნის წინ წარდგენილი არამოსამართლე წევრი ანა დოლიძეა, რომელმაც საბჭოს წევრებს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ნარჩენები უწოდა. არანაკლებ კრიტიკული იყო საპასუხო რეაქციები. დოლიძეს პრეზიდენტის პოლიტიკური დაკვეთების შესრულებაში დასდეს ბრალი.

იმ კანდიდატებს შორის, რომლებსაც სასამართლოში უვადოდ გამწესება სურთ, ხმაურიანი საქმეების მოსამართლეებიც არიან.

გიორგი კობერიძე გვეტყვის, ახსენეს თუ არა ეს საქმეები გასაუბრების დროს.

დატოვე კომენტარი