გასაუბრება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

გასაუბრება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. დღეს საბჭოს წევრები საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარსადგენ სამ კანდიდატს მოუსმენენ. მათ შორის არის საბჭოს ყოფილი წევრი და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი. პირველი კანდიდატი კი, რომელსაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოუსმენენ, იურისტი პაატა შავაძეა. უზენაეს სასამართლოში დასანიშნი კანდიდატების მოსმენას პროტესტს დამოუკიდებელი იურისტთა ჯგუფი უცხადებს. ისინი საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად დღეს საბჭოს შენობასთან შეიკრიბნენ.

მოამბე

დატოვე კომენტარი