გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. საპროკურორო საბჭოში ამ წუთებში კობა კობახიძეს უსმენენ, შემდეგ კი საბჭოს კითხვებს ალექსანდრე კობაიძე უპასუხებს. კობა კობალაძემ საპროკურორო საბჭოს სხდომაზე საბჭოს ის წევრები გააკრიტიკა, ვინც დღეს მისი გასაუბრების პროცესს არ ესწრებოდა.
სულ 16 მსურველია რეგისტრირებული – მათგან ერთ-ერთი კი ყოფილი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძეა. პროცედურა კი ასეთია – ფარული კენჭისყრით ჯერ სამი კანდიდატი შეირჩევა, შემდეგ კი საკანონმდებლო ორგანოს დასამტკიცებლად ერთი მათგანი წარედგინება. პარლამენტი ახალ პროკურორს ხმათა უმრავლესობით ირჩევს. მიმდინარე პროცესს უნდობლობას უცხადებს ოპოზიცია.