გასაუბრება ცესკო-ს წევრობის კანდიდატებთან

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დარჩენილ ერთ ვაკანტურ ადგილზე კანდიდატის შერჩევის მიზნით, სპეციალური კომისიის წევრებმა დღეს სამ აპლიკანტს მოუსმინეს. კანდიდატებმა კომისიის წევრებს საკუთარი ხედვები და გამოცდილება გააცნეს. სულ კომისიას განცხადებით სამმა პირმა მიმართა. საარჩევნო ადმინისტრაციის წევრს პარლამენტი ირჩევს. კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატები საკანონმდებლო ორგანოს გადაეგზავნება.