გასაჯაროვდა ჯეფრი ეპშტეინის ახალი დოკუმენტები

აშშ-ის კონგრესის ზედამხედველობის კომიტეტის დემოკრატმა წევრებმა გამოაქვეყნეს ჯეფრი ეპშტეინის ახალი დოკუმენტები, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტის ფოტოები. დონალდ ტრამპი სამ ფოტოზეა გამოსახული. პირველ ფოტოზე რამდენიმე ქალბატონთან ერთად არის, რომელთა სახეებიც დაფარულია. კიდევ ერთი ფოტო 1997 წლის „ვიქტორია სეკრეტის“ წვეულებიდანაა, სადაც ტრამპი და ეპშტეინი ერთად ჩანან. ტრამპი  მესამე სურათზეც ქალბატონთან არის, რომლის სახეც ასევე დაფარულია. დემოკრატების მიერ გამოქვეყნებულ 19 ფოტოსურათზე, დონალდ ტრამპის გარდა, რამდენიმე ცნობილი პიროვნებაა გამოსახული. მათ შორის არიან: აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი, დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი სტივ ბენონი, კინორეჟისორი ვუდი ალენი, ეკონომისტი ლერი სამერსი, ადვოკატი ალან დერშოვიცი, ბრიტანელი მეწარმე რიჩარდ ბრენსონი და Microsoft-ის თანადამფუძნებელი ბილ გეიტსი. კომიტეტი ეფშტეინის საქმიდან ამჟამად დაახლოებით 95 000 ფოტოსურათს იკვლევს. ცნობისთვის, 19 დეკემბრისთვის იუსტიციის დეპარტამენტმა უნდა გამოაქვეყნოს ყველა ფაილი, რომელიც დაკავშირებულია ჯეფრი ეპშტეინის საქმის გამოძიებასთან.  გავრცელებული ფოტოების შესახებ დონალდ ტრამპს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რაზეც შტატების ლიდერმა თქვა, რომ ეს არაფერს ნიშნავს.