ამერიკის მხრიდან უკრაინისთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების ნაწილი, რომელიც დღემდე გასაიდუმლოებული იყო და ახლა გახმაურდა – ოფიციალურმა ვაშინგტონმა კიევს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების ახალი პარტია გაუგზავნა.
საუბარია „ატაკამსების“ სახელწოდების შეიარაღებაზე, რომელიც ომში მყოფმა ქვეყანამ საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ უკვე ორჯერ გამოიყენა. უკრაინას, რომელიც ფრონტის ხაზზე ახლა საბრძოლო მასალების და სამხედრო ტექნიკის მწვავე დეფიციტს განიცდის, აშშ-დან მიღებულ ახალ სამხედრო დახმარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.