გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

დიდი ალბათობით ხვალ საქართველოში ახალი შეზღუდვები ამოქმედდება.

ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების პიკშია. გადატვირთული ჰოსპიტალური სექტორის და მძიმე პაციენტებით სავსე კლინიკების ფონზე ახლა ნომერ პირველი ამოცანა დაავადების სწრაფი გავრცელების შეკავებაა. ეპიდემიოლოგების ვარაუდით, ახალ წერტილოვან ზომებს შემთხვევების მკვეთრი კლება არა, თუმცა ყოველდღიური მაჩვენებლების ზრდის შეჩერება მოჰყვება. 12 000-მდე პისიარ-ტესტიდან „კოვიდ-19“ 3 071 ადამიანს დაუდასტურდა, ანუ წინა დღესთან შედარებით, გაორმაგებული ტესტირების ფონზე დღევანდელი მაჩვენებელი გუშინდელზე მცირედით ნაკლებია.

დაღმასვლის ორდღიანი ტენდენციის მიუხედავად, ეპიდემიოლოგები დამშვიდების საფუძველს ვერ ხედავენ. სპეციალისტები ამბობენ, რომ შემთხვევების რეალური რაოდენობა გამოვლენილზე საშუალოდ ორნახევარჯერ მეტია. სეზონურობის გათვალისწინებთ კეთდება  საგანგაშო პროგნოზები, უახლოეს დღეებში ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი მატებაა ნავარაუდევი. ამ ეტაპზე საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა კორონავირუსის გავრცელების არსებული მაჩვენებლის შენარჩუნებაა.

თამუნა ნადარეიშვილი განაგრძობს დეტალებით.