გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება

კორონავირუსის ახალი შემთხვევების 70% უკვე „ომიკრონია“.

სამხრეთ აფრიკული შტამი დომინანტი ხდება. ინდური „დელტას“ გავრცელების მაჩვენებლები კი სულ უფრო მცირდება. საგანგაშო სტატისტიკით გამორჩეული მეექვსე ტალღის ყველაზე მძიმე ფაზად ეპიდემიოლოგები თებერვალს პროგნოზირებენ. სწორედ ამ პერიოდში ელოდებიან დღევანდელი მონაცემების თითქმის გასამმაგებას და დღიურად 15-დან 20 000-მდე ახალი შემთხვევის დადასტურებას. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში აქტიურად ცირკულირებადომიკრონს“ სწრაფი და ზოგჯერ პისიარ-ტესტები ვერ ავლენს, რეალური მონაცემები ოფიციალურ სტატისტიკას დიდი ალბათობით საკმაოდ აჭარბებს.