გართულებები კოვიდგადატანილ პაციენტებში

ცნობილი ბრიტანული კვლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, საქართველოში კოვიდგადატანილ პაციენტებში გამოვლენილი გართულებების გამოკვლევა იგეგმება. ზუსტი ციფრი არ არსებობს, თუმცა ექიმები ადასტურებენ, რომ პაციენტები, რომლებმაც ვირუსი რთულად ან საშუალო სიმძიმით გადაიტანეს, გარკვეული დროის შემდეგ კლინიკებს სხვადასხვა ჩივილით მიმართავენ. ვირუსი მულტისისტემური ანთებითი სინდრომის სახით რთულდება ბავშვებსა და მოზარდებში, რამდენიმე ასეთი შემთხვევა საქართველოშიც დაფიქსირდა. სპეციალური გამოკვლევებითა და მონიტორინგით უნდა დადგინდეს, პაციენტთა რა ნაწილი მიმართავს საავადმყოფოებს ხელახლა და ძირითადად რა გართულებებს ტოვებს კორონავირუსი ორგანიზმში. გარკვეული დასკვნების გასაკეთებლად, ექიმები 500 შემთხვევის შესწავლას გეგმავენ.