„გარისობა 2026“ თეთრიწყაროში

15:28, 11.10.2026

სახალხო დღესასწაული გაიმართა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტშიც, სადაც „გარისობა 2026“ აღნიშნეს. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო მრავალფეროვანი კულინარიული, ეთნოგრაფიული და ხელნაკეთი ნივთების საგამოფენო სივრცეები, გაიმართა სპორტული შეჯიბრებები და საბავშვო გასართობი აქტივობები. დაჯილდოვდნენ წარმატებული სპორტსმენები. დღის ბოლოს გაიმართა გალა-კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ დუეტი „ლეონი“ და ჯგუფი „რეგიონი“. სახალხო დღესასწაული გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა. დღესასწაული მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების წარმოჩენას, ადგილობრივი შესაძლებლობების პოპულარიზაციასა და ტურისტული პოტენციალის ზრდას.

მსგავსი