გარიგება მობილური კავშირგაბმულობის ბაზარზე

ქართულ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ცვლილებები იგეგმება.

საქართველოში ერთ-ერთი პირველი მობილური ოპერატორი ჯეოსელი, შესაძლოა, ბაზრის მსხვილმა მოთამაშემ – კომპანია სილქნეტმა იყიდოს.

ფინანსური გარიგების დეტალები უკვე გასაჯაროებულია, თუმცა, საბოლოო თანხმობა კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ უნდა გასცეს, რომელსაც გადაწყვეტილების მისაღებად სამთვიანი ვადა აქვს.

შვედური კომპანია თელია სონერა, რომელიც ჯეოსელს 2007 წლიდან ფლობდა, რეგიონის ქვეყნებიდან გასვლის პროცესშია.

მოამბე დაინტერესდა, რა გავლენას მოახდენს ორი მსხვილი კომპანიის შერწყმა სატარიფო პოლიტიკაზე და გამოიწვევს თუ არა ბაზრის მონოპოლიზებას – დეტალებს სანდრო ჯუფალაკიანი არკვევდა.