გარევაჭრობის პრობლემა ბათუმში

ბათუმის მერიის დაპირება, რომ ტურისტული ქალაქის ცენტრალური ქუჩები საკურორტო სეზონის დაწყებამდე გათავისუფლდებოდა გარევაჭრობისგან, ვერ შესრულდა.

ადგილობრივმა მთავრობამ მოვაჭრეებს მათთვის მოსაწონი პირობები ვერ შესთავაზა, ამიტომ საკურორტო სეზონის ბოლოსაც, ტურისტებით ყველაზე მეტად დატვირთულ ადგილებში, გარევაჭრობა აქტიურად გრძელდება.

მოვაჭერეები სხვაგან გადასვლას არ აპირებენ, მერია კი კვლავ დებს პირობას, რომ პრობლემას მოაგვარებს, თუმცა როდის, ეს უცნობია.