გარემოვაჭრეების პროტესტი ზუგდიდში

ხმაური ზუგდიდში. გარემოვაჭრეები მაჟორიტარ დეპუტატთან შეხვედრას ითხოვენ. აქცია მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წინ იმართება. ისინი მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას საანგარიშო შეხვედრაზე შესვლას ცდილობენ, თუმცა, მათ შენობაში არ უშვებენ.

ქვარაიას წარმომადგენლის ცნობით, დარბაზში ადგილი არ არის და აქციის მონაწილეებს დეპუტატი მოგვიანებით შეხვდება.