გარემოსდაცვითი აქცია „ჩემი პირველი ნერგი“

21:52, 22.10.2026

ინიციატივა, რომელიც ბავშვების მხრიდან გარემოზე ზრუნვის და დაცვის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. დაიწყო პროექტი, რომლის ფარგლებში პირველკლასელები ხეებს დარგავენ. გარემოსდაცვითი აქცია თბილისს და რეგიონებს მოიცავს. ეკოლოგიური ცნობიერების ასამაღლებლად დაგეგმილ კამპანიაში ასეულ ათასობით პატარის ჩართვაა დაგეგმილი. აქციის ფარგლებში ბავშვებს ნერგების შერჩევას და ხეების მოვლასაც ასწავლიან. ბავშვები მათ მიერ დარგული ხეების ზრდის პროცესს სპეციალურ პლატფორმაზე მიადევნებენ თვალს.

მსგავსი