გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება

18:14, 29.08.2026

27 აგვისტოს მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა დასახლებაში მეწყრული, ღვარცოფული, წყალმოვარდნითი და ეროზიული პროცესების გააქტიურება და ტერიტორიების დატბორვა გამოიწვია, – ამის შესახებ განცხადებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებითა და ჰიდროლოგებით დაკომპლექტებული საველე ჯგუფები, მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, ადგილზე, უწყვეტ რეჟიმში, შექმნილ ვითარებას აფასებენ. სააგენტოს სპეციალისტები ყველა საფრთხის შემცველ უბანს სწავლობენ, ასევე, განსაზღვრავენ მოსალოდნელ რისკებს და ადგილზე გასცემენ რეკომენდაციებს პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

მსგავსი