გარემოს დამცველებმა დაშავებული ფრინველები გადაარჩინეს
გარემოს დამცველებმა, ცხელ ხაზზე შესული შეტყობინების საფუძველზე, მცხეთა-მთიანეთში ნაპოვნი დაჭრილი ყანჩა და ყაზბეგში ნაპოვნი შურთხი თბილისის ზოოპარკში გადაიყვანეს. მათ შესაბამისი დახმარება უკვე გაუწიეს. გამოჯანმრთელების შემდეგ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფრინველები ბუნებრივ გარემოში დააბრუნეს – ყანჩა კრწანისის ტყე-პარკში, შურთხი კი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გაუშვეს.