საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ჟენევაში, პლასტიკით გარემოს დაბინძურების პრევენციის მიზნით მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების ფარგლებში გამართულ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა. აქცენტი გაკეთდა არსებულ ვითარებასა და მიღწეულ პროგრესზე. შეხვედრა შედგა გაერო-ს გარემოსდაცვითი პროგრამის აღმასრულებელ დირექტორთან.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და ნარჩენების მართვის ახალი ინიციატივების განვითარებაზე გაამახვილეს ყურადღება. ჟენევაში გამართული მინისტერიალის მიზანი პლასტიკით დაბინძურების წინააღმდეგ ეროვნული მიღწევებისა და გამოწვევების განხილვა, გამოცდილების გაზიარება, ინვესტიციების მოზიდვა და ეროვნული პოლიტიკისა და მიდგომების ეფექტიანი განხორციელების ხელშეწყობაა.