გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს

69 პროგრამა სოფლის განვითარების ხელშეწყობისთვის – დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში. საკოორდინაციო საბჭომ 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე უძღვებოდა. ნოდარ კერესელიძის განცხადებით, პროგრამები მოსახლეობის საჭიროებებზეა მორგებული და მოიცავს კონკრეტულ ამოცანებს, რომელსაც ყველა ის უწყება განახორციელებს, ვინც სოფლის განვითარებაშია ჩართული. პროექტი დასამტკიცებლად მთავრობის მომავალ სხდომაზე გავა.