საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს სომხური გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სომხური პროდუქტების ადგილწარმოშობის ცვლილება და ტვირთების სხვა მეზობელი ქვეყნის სახელით რუსეთში რეექსპორტი ხდება. სამინისტროს ცნობით. ასეთი სახის ინფორმაციის გავრცელება სპეკულაციაა და სინამდვილეს არ შეესაბამება. ასევე აზიანებს ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებს.