გარემოს დაცვის მსოფლიო დღის ფარგლებში, „დედაენის ბაღში“ მრავალფეროვანი შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები იმართება. ადგილზე წარმოდგენილია სხვადასხვა თემატური სივრცე, სადაც დამსწრეები გარემოსდაცვით ვიქტორინებში მონაწილეობენ. მოწყობილია ნახატებისა და ფოტოების გამოფენა ბუნების თემატიკით. „დედაენის ბაღში“ ბავშვების განწყობაზე ანიმატორები ზრუნავენ. ასევე, ადგილზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკოსაგანმანათლებლო პროექტის „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. მათ სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. 2026 წლის გარემოს დაცვის მსოფლიო დღის სლოგანია – „ბუნებით შთაგონებული, კლიმატისთვის, ჩვენი მომავლისთვის“.