„გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობა 2030“

12:43, 01.07.2021

რა უნდა გაკეთდეს ბოლო 10 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის კუთხით ქვეყანაში – სამინისტროში პრეზენტაცია „გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობა 2030“ გაიმართა. ღონისძიებას ქვეყნის პრემიერი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და დიპლომატები ესწრებოდნენ. ირაკლი ღარიბაშვილმა სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ადგილობრივი პროდუქციის ხელშეწყობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მომავალი 10 წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა ქვეყნის მთავარ პრიორიტეტად რჩება და ამ სფეროების უფრო მეტი განვითარება იგეგმება.

მოამბე

მსგავსი