„გარეჯობა - 2025“

„გარეჯობა 2025“- სოფელ უდაბნოში, ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარედ სახალხო დღესასწაული იმართება. ღონისძიებაზე წარმოდგენილია საგამოფენო, საბავშვო-გასართობი და სახელოვნებო სივრცეები; მოეწყო ფოტოგამოფენა და კულინარიული მასტერკლასები; იმართება ცხენოსანთა დოღი და ჭიდაობაც. ღონისძიების დაწყებამდე სოფელში ლევან თედიაშვილის სახელობის სპორტდარბაზიც გაიხსნა. სახალხო დღესასწაული 17 საათზე გალა კონცერტით დასრულდება.