გარეგინ II-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

პროკურატურამ სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქის, გარეგინ მეორეს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ინფორმაციას ამის შესახებ მისი ადვოკატი ავრცელებს. უფლებადამცველის თქმით, კათოლიკოსს სომხეთის დატოვება ეკრძალება და შესაბამისად, ის ავსტრიაში დაგეგმილ ეპისკოპოსთა კრებას ვერ დაესწრება. საქმე მასიატ-სოტნის ეპარქიის ყოფილი წინამძღვრის, არმან საროიანის წინააღმდეგ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით აღიძრა. 10 იანვარს კათოლიკოსმა საროიანი ეპარქიის წინამძღვრის თანამდებობიდან გადააყენა, შემდეგ კი ეპისკოპოსი განკვეთა. უკვე 15 იანვარს საროიანმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა. გამოძიების ფარგლებში მოგზაურობა აუკრძალეს ექვს ეპისკოპოსს, სასულიერო საბჭოს წევრებს, რომლებსაც ავსტრიაში 16-19 თებერვალს დაგეგმილ ეპისკოპოსთა კრებაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა.