გარდამოხსნის რიტუალი სამების საკათედრო ტაძარში

ჯვარცმული ქრისტეს დაკრძალვის და დატირების ამსახველი მსახურება და საგალობლები მაცხოვრის ვნების შესახებ – ტაძრებში დღეს გარდამოხსნის რიტუალი შესრულდა.

მსახურება 14:00 საათზე, იესო ქრისტეს ჯვარზე მიცვალების დროს ჩატარდა. შესრულდა სამეუფე ჟამნი, რა დროსაც უვლის ვნების შესახებ სახარება წაიკითხეს. სამების ტაძარში მსახურების ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი იყო ნაირა ნაჩხატაშვილის მიერ შესრულებული დატირება. გარდამოხსნა ტაძრებში არასრული სამი დღის განმავლობაში დარჩება. ვნების კვირის ყველაზე მძიმე დღეს ეკლესიებში წირვა არ აღევლინება. ამ დღეს კიდევ ერთი ტრადიციული რიტუალი უკავშირდება – კვერცხების, როგორც სამყაროს და მარადიულობის სიმბოლოს, წითლად შეღებვა და პასკების გამოცხობა. სახარების მიხედვით, მაცხოვრის ჯვარცმა იუდეველთა პასექის დღესასწაულზე მოხდა.