გარდაიცვალა სპორტული ჟურნალისტი გოგი ფრანგიშვილი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის სპორტულ რედაქციებში.
გოგი ფრანგიშვილი იყო პროგრამა „მოამბის“ სპორტული მიმომხილველი, პოპულარული სატელევიზიო გადაცემების, „ასპარეზისა“ და „ოვერტაიმის“ ავტორი და წამყვანი, რადიოჟურნალ „ფიზკულტურა და სპორტის“ რედაქტორი.
გოგი ფრანგიშვილი გახლდათ ქართული სპორტის ისტორიისადმი მიძღვნილი მრავალსერიანი დოკუმენტური ფილმის, „ათენიდან – ათენამდეს“ ერთ-ერთი ავტორი.
გოგი ფრანგიშვილს ქართულ პრესაში გამოქვეყნებული აქვს სპორტის ისტორიისა და საქართველოს დიდი ჩემპიონებისადმი მიძღვნილი მრავალი წერილი.