78 წლის ასაკში გარდაიცვალა სპორტის დამსახურებული ოსტატი სასტენდო სროლაში ტარიელ ჟღენტი. ტარიელ ჟღენტი იყო ევროპის ორგზის ჩემპიონი პირად პირველობაში და ხუთგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში. იგი გახლდათ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ასევე გუნდურ ჩათვლაში. ტარიელ ჟღენტს დამყარებული აქვს მსოფლიო რეკორდი. 2019 წელს მას სპორტის რაინდის საპატიო წოდება მიენიჭა.