გარდაიცვალა ქართველი ალპინისტი შოთა მირიანაშვილი
გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ალპინისტი შოთა მირიანაშვილი. საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის პრეზიდენტი წლების განმავლობაში ასზე მეტ მასობრივ ალპინიადას და სპორტულ-საკვალიფიკაციო შეკრებას ხელმძღვანელობდა. მის სახელს უკავშირდება პირველი ასვლები როგორც კავკასიონზე, ასევე პამირის და ტიან-შანის მთიანეთში. 1960-70-იან წლებში მირიანაშვილი საქართველოს მთამსვლელთა ნაკრების კაპიტანი და მწვრთნელი იყო. მინიჭებული აქვს საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდებები. პანაშვიდები ვაკის სამების ეკლესიაში გაიმართება. შოთა მირიანაშვილს 3 სექტემბერს დაკრძალავენ.