სვანეთში, 14 წლის წინ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ომეხ აფრასიძის დედა გამოძიების შედეგებს მისი ოჯახის ადვოკატთან, ირმა ჭკადუასთან ერთად დღეს მოისმენს. ჭკადუას ინფორმაციით, გარდაცვლილების ცხედრებს გამოძიების ფარგლებში ექსჰუმაცია ჩაუტარდათ.
ექსპერტიზის დასკვნები უკვე მზადაა და დაზარალებულებისთვის ისინი პროკურატურაში დაგეგმილ შეხვედრაზე გახდება ცნობილი.
ირმა ჭკადუას განცხადებით, საქმეზე ხანდაზმულობის ვადა რამდენიმე თვეში იწურება და გარდაცვლილების ოჯახი დამნაშავეებისთვის ბრალის წარდგენის დაჩქარებას ითხოვს.
ადვოკატი აცხადებს, რომ აფრასიძეების ოჯახი სპეცოპერაციაში მონაწილე სხვა პირებთან ერთად, მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი ბარამიძის პასუხისმგებლობას აყენებს.