გარდაცვლილი მედდის საქმე 

კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის შემდეგ გარდაცვლილი მედდის ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ საქმის მასალები, რომელიც მათ გამოძიებამ გადასცა, სრულყოფილი არ არის. მათ უკვე მიიღეს სამედიცინო ისტორია ახალციხის კლინიკიდან, რაც მათი თქმით, კომპლექსურად უნდა იყოს შესწავლილი, თუმცა გარკვეულ მასალებს გამოძიებისგან კიდევ ელოდებიან. ადვოკატმა ეს განცხადება ახალციხეში გააკეთა, სადაც დღეს მეგი ბაქრაძე დაკრძალეს.