გარდაცვლილი 13 წლის მოზარდის ოჯახი დამნაშავეების დასჯას ითხოვს

12:35, 12.12.2018

ერთი თვის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი 13 წლის მოზარდი, ისმაილ ბადალოვი დღეს გამთენიისას გარდაიცვალა.

ბოლნისის რაიონის სოფელ ქვემო ბოლნისში მის გადმოსვენებას ამ წუთებში ელოდებიან.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მოზარდს ერთი თვის წინ თანასოფლელებმა სცემეს, ოჯახის წევრები დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს

მსგავსი