დღეს ნინოობაა – დღესასწაულთან ერთად, ქვეყანა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის აღნიშვნას ოფიციალურად იწყებს. ეს გადაწყვეტილება წმინდა ნინოს ქადაგებას უკავშირდება.
განსაკუთრებული ხალხმრავლობაა დილიდან ფარავნის ტბასთან – სწორედ იმ ადგილთან, საიდანაც წმინდა ნინო ჩვენს ქვეყანაში შემოვიდა. ქრისტიანობის მქადაგებელი კაბადოკიელი ქალწულის დიდი დამსახურების გამო, მართლმადიდებელი ეკლესია მას ქართველთა განმანათლებლად და მოციქულთა სწორად მიიჩნევს. ადგილზე ელოდებიან პატრიარქ შიო მესამესაც, რომელიც სადღესასწაულო პარაკლისს გადაიხდის.
ნათია ქენქაძე გვიერთდება პირდაპირ ეთერში.