„განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ განცხადება

არჩევნების მიმდინარეობა შეაფასა სადამკვირვებლო ორგანიზაციმ „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი.“

ორგანიზაციის 120 წარმომადგენელი არჩევნებს 12 ოლქში აკვირდება. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, 12 საათის მონაცემებით დაფიქსირდა უბნის გახსნამდე პროცედურული დარღვევები. ასევე მარნეულში, ზუგდიდსა და ოზურგეთში რამდენიმე საარჩევნო უბანი გაიხსნა დაგვიანებით, ხოლო წყალტუბოსა და ტყიბულის ოლქში ელექტრონული საპილოტე ხმის მიცემა მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ქეთევან ჩაჩავას განცხადებით, ზუგდიდის ოლქში, მეცხრე უბანზე დაფიქსირდა ფიზიკური დაპირისპირება, აღნიშნული უბნის მიმდებარედ ჟურნალისტზე განხორციელდა ფიზიკური დაპირისპირება, რაზეც პოლიციამ მოახდინა სწრაფი რეაგირება. ასევე, ორგანიზაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ საარჩევნო უბნებთან ფიქსირდება ხალხმრავლობა, რაც ჩაჩავას განცხადებით, იწვევს ქაოსს.