განვითარების 10-წლიანი გეგმა

ქვეყნის მთავარ გამოწვევად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ოკუპაცია რჩება – ამის შესახებ განმარტება პრემიერმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის 10-წლიანი ხედვის პრეზენტაციაზე გააკეთა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკა შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული და აფხაზებისთვის და ოსებისთვის ჩვენთან ერთად ცხოვრება უალტერნატივო უნდა გახდეს, თუმცა პრემიერის განმარტებით, ეს მხოლოდ განვითარებით და შიდა პოლიტიკური სტაბილურობით მიიღწევა. 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე სახელმწიფო მინისტრმაც ყურადღება სამშვიდობო პოლიტიკაზე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე გაამახვილა.