სასტუმრო „თბილისი პარაგრაფში“ პარალიმპიელების შესახებ ბაჩო ოდიშარიას დოკუმენტური ფილმის „განუსასზღვრელი შესაძლებლობები“ პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. ფილმი ასახავს პარა-სპორტსმენების ცხოვრებას და მათ თავდაუზოგავ შრომას, რამაც საქართველოს მრავალი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა. აღსანიშნავია, რომ ნამუშევრის პრემიერა პირველად გაერო-ში გაიმართა.
ფილმი ბანკი „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.