განრიდების პროგრამის სტატისტიკა საქართველოში

რამდენად მაღალია საქართველოში არასრულწლოვანების მიერ ჩადენილი დანაშაულის რიცხვი. მოამბის მოთხოვნას მთავარმა პროკურატურამ განრიდების პროგრამის სტატისტიკით უპასუხა.

მხოლოდ მიმდინარე წლის განმავლობაში განრიდება სკოლის 253 მოსწავლეს შეეხო, რაც გულისხმობს, რომ მათ გარკვეული ტიპის დანაშაული ჩადენილი ჰქონდათ.

რაც ეხება 2017 და 2016 წლის მონაცემებს, ამ ორი წლის განმავლობაში, სისხლის სამართლის 120-ე, 124-ე და 125-ე მუხლებით, რომლებიც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით და ცემას გულისხმობს, განრიდება 70-მდე მოზარდს შეეხო.

იმედა დარსალია სტატისტიკის ანალიზით.