განმუხურმა დათო ევგენიძის კონცერტს უმასპინძლა

12:14, 05.08.2018

განმუხურმა დათო ევგენიძის კონცერტს უმასპინძლა. მუსიკოსი მსმენელის წინაშე ბენდთან ერთად წარსდგა. დათო ევგენიძის ტურნე „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში გაიმართა. კონცერტზე დასწრება თავისუფალი იყო.

ღონისძიების თანაორგანიზატორები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია და ზუგდიდის მერია იყვნენ.

დათო ევგენიძე მუსიკალურ საღამოებს აგვისტოსა და სექტემბერში ამბროლაურში, ქობულეთსა და თელავში გამართავს.

მუსიკოსი უკვე სტუმრობდა ბორჯომსა და ახალციხეს.

მსგავსი