განმუხურის, ანაკლიის და მალთაყვის სანაპირო ზოლის განახლების პროექტები
განმუხურსა და ანაკლიას უახლოეს მომავალში სრულად განახლებული, თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი სანაპირო ზოლი ექნება.
პროექტირებისთვის კონკურსი უკვე გამოცხადებულია – თითქმის 245 ჰექტარამდე ფართობზე საფეხმავლო ბილიკები და რეკრეაციული სივრცეები უნდა მოეწყოს. ძველი შენობების რეაბილიტაციასთან ერთად დაგეგმილია, ახალი ნაგებობების მშენებლობაც. განახლებული სანაპირო ზოლი სრულად უნდა იყოს მორგებული როგორც დამსვენებელთა, ისე გართობისა და კულტურული ღონისძიებების მოყვარულთა ინტერესებზე. მასშტაბურ პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.