რა აფერხებს ტურიზმის განვითარებას შავი ზღვის ერთ-ერთ პატარა კურორტზე? რამდენიმე წლის წინ ანაკლიას ათასობით დამსვენებელი სტუმრობდა, დღეს კი სანაპირო თითქმის ცარიელია. ადგილობრივები ტურისტების კლებას სანაპირო ზოლის განადგურებას, ცუდ საგზაო ინფრასტრუქტურასა და სანიაღვრე არხების არქონას უკავშირებენ. მთავრობის განცხადებით, სანაპიროს აღდგენისთვის პროექტი უკვე მზად არის. სამუშაოები მალე უნდა დაიწყოს და რამდენიმე თვეში დასრულდეს. გახდება თუ არა ეს ნაბიჯი გადამწყვეტი რეგიონში ტურიზმის აღსადგენად, – ამას დრო გვიჩვენებს.
ნატო ბერულვასა და მურად ფარცვანიას რეპორტაჟი.