განმარტება „ევროპულ საქართველოში“

გვიან ღამემდე მიმდინარეობდა პარტია „ევროპული საქართველოს“ თელავის რაიონული ორგანიზაციის წევრის, ნინო გალახვარიძისა და მისი 19 წლის შვილის, ზაქრო ქუსრაშვილის გამოკითხვა თელავის პოლიციის სამმართველოში. როგორც ქუსრაშვილმა უწყების დატოვების შემდეგ განაცხადა, მისი გატაცება არ მომხდარა და სატელეფონო ზარი დედამ არასწორად გაიგო. ფაქტს გაუგებრობა უწოდა ნინო გალახვარიძემ და აღნიშნა, რომ მომხდარს პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს. 19 წლის ზაქრო ქუსრაშვილის გატაცების შესახებ ინფორმაცია პარტია „ევროპულმა საქართველომ“ და მისი ოჯახის წევრებმა გუშინ, დღის მეორე ნახევარში გაავრცელეს და გატაცებაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დაადანაშაულეს. პოლიციაში გამოიკითხა ქუსრაშვლის მეზობელი, დავით კუპრაშვილიც, რომელსაც ოჯახი ერთ-ერთ გამტაცებლად ასახელებდა. მომხდარზე კითხვის ნიშნები აქვთ პარტია „ევროპულ საქართველოში“. პარტიაში აცხადებენ, რომ ნინო გალახვარიძემ უარი განაცხადა პროპორციული სიის წევრობაზე. არგუმენტად კი დაასახელა გარემოება, რომ მას არ სურს შეექმნას პრობლემები.