განხილვები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხს სტრასბურგში მომავალ კვირას განიხილავენ. მმართველი გუნდი არ გამორიცხავს, რომ „დიფ სთეითის“ გავლენით, ქართული საპარლამენტო დელეგაციისთვის უფლებამოსილების საკითხის შეჩერების მცდელობა იყო. გივი მიქანაძის თქმით, საქართველოს წინააღმდეგ ქართული ოპოზიციაც მოქმედებს, რომელმაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერების თხოვნით იანვრის დასაწყისში წერილით მიმართა. დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერება ნიშნავს, რომ მათ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საკომიტეტო და სასესიო ფორმატებში მუშაობა შეეზღუდებათ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ინსტიტუციის წარმომადგენლებთან და სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან აქტიურად მუშაობენ, რათა უფლებამოსილების შეჩერება არ მოხდეს.