დღეს გაიხსნება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია. დღეიდან სტრასბურგში სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო დელეგაციები შეიკრიბებიან. მათ შორის იქნება ქართული დელეგაციაც, რომელსაც თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს. მმართველ გუნდს არაერთი შეხვედრა აქვს დაგეგმილი, ოპოზიცია კი ქართული დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. ამ შინაარსის წერილი სტრასბურგში რამდენიმე კვირის წინ გაიგზავნა. სტრასბურგში იმყოფება ოპოზიციის ნაწილიც.
„ქართული ოცნება“ ოპონენტების ქმედებებს ანტიქართულს უწოდებს და მათ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებენ. ქართული დელეგაციის წევრებს იმედი აქვთ, რომ საპარლამენტო ასამბლეა ინიციატივას არ გაიზიარებს.